გურული ღვეზელი – მარტივი და გემრიელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური

3595
Restaurant Tiflis - Gurian Khachapuri

გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. საშობაოდ ეს ღვეზელი თითქმის ყველას ოჯახში ცხვება.

ინგრედიენტები: 

ცომი

  • 500 გ ფქვილი
  • 1-2 კვერცხის გული
  • 250 მლ თბილი რძე
  • 50 გ გამდნარი კარაქი
  • 1-2 ს.კ. ზეთი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

გულსართი

  • 4 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 600 გ გახეხილი იმერული ყველი
  • კვერცხის გული – ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. ვზილოთ ზეთიანი ხელებით. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
  2. მოხარშული კვერცხი სასურველ ზომაზე დავჭრათ და შევურიოთ ყველი. ცომი გავყოთ სამ გუნდად, თითოეულზე გადავანაწილოთ გულსართი და შევკრათ.
  3. ღვეზელებს მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა, დავაწყოთ საცხობ ფურცელზე და წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, გამოვაცხოთ 220-250 გრადუსზე.