გულსართიანი ფუნთუშები უმარტივესად

611

სამარხო კრემიანი ფუნთუშები საფუარზე. მგონი ძალიან გემრიელი ვარიანტია. მარტივად და სწრაფადაც მზადდება. მე დღეს ამ ფუნთუშების მომზადება მინდა გასწავლოთ.

ინგრედიენტები დაგვჭირდება სხვადასხვა, რომლების ჩანაცვლება თქვენი გემოვნებითაც შეიძლება. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 40გ საფუარი
  • 500მლ კარტოფილის ნახარში
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი
  • ვანილი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3გ კურკუმა
  • შაქრის ფხვნილი
  • 900გ ფქვილი
  • 800გ ზეთი

გულსართისთვის

  • 70გ ყაყაჩო
  • 70გ დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 120გ შავი შოკოლადი
  • 60გ ქიშმიში
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • ფორთოხლის ცედრა
  • ცუკატები გემოვნებით

მომზადება

1.თავდაპირველად დაიწყეთ ცომის მომზადება. საფუარს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, კურკუმა,მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. ამ მასას დაუმატეთ კარტოფილის ნახარში, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. მზილეთ ცომი და დატოვეთ თბიილ ადგილას.

2.ახლა კი დაიწყეთ გულსართის მომზადება. მოხარშეთ ყაყაჩო დაახლოებით 30 წუთი. დააქუცმაცეთ ნიგოზი, ცუკატები, გაალღვეთ შოკოლადი კარაქთან ერთად. შეგიძლიათ თაფლიც გაალღოთ.

3.ცხელ შოკოლადს დაუმატეთ ცედრა, ქიშმიში, ცუკატები, ნიგოზი, თაფლი და ყაყაჩო. ცომს მიეცით ფუნთუშის ფორმა და მასშ მოათავსეთ ცომი.

4.პატარა ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ 110 გრადუსამდე. შეწვით ფუნთუშები ზეთში.

გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშები მზად არის! ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

გემრიელად მიირთვით!