გამარჯობა შემოდგომა! – ეს სეზონი განსაკუთრებით მიყვარს.
გოგრა ძალიან სასარგებლო და ვიტყოდი, რომ უნივერსალური პროდუქტია, მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება.
მე ამ რეცეპტზე უბრალოდ ვგიჟდები!
ინგრედიენტები
- 500გ გოგრა
- 5 სუფრის კოვზი ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
- 100გ კარაქი
- 150გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- ვანილი
- კვერცხის გული
მომზადება
1.მოხარშეთ გოგრა. ნახარში ჩაასხით ჭიქაში, ხოლო გოგრა აქციეთ პიურედ.
2.ნახევარ ჭიქა ნახარშს დაუმატეთ საფუარი და დააელოდეთ 5 წუთი. დაუმატეთ პიურე, შაქარი, ვანილი, მარილი, გამღვალი კარაქი და ფქვილი. მოურიეთ.
3.მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ რბილი და ელასტიური. 1 საათი დაასვენეთ.
4.ცომს მიეცით ფუნთუშების ფორმა და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
5.დაასვენეთ 40 წუთი და შემდეგ გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20 წუთი.
ფუნთუშა შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსით ან გააფორმოთ თქვენი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!