გოგრის ტორტი – ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული დესერტი

1820

გასტრონომიამ მიაგნო ამერიკულ დესერტებში ყველაზე პოპულარულ დესერტს – გოგრის ტორტს! საინტერესოდ ჟღერს არა?! გოგრა რომ ძალიან სასარგებლო ბაღჩეულია ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ცოტა თუ ამზადებს მისგან ნამცხვრებს, ტორტებს და ზოგადად დესერტებს. სცადეთ, დამერწმუნეთ საუცხოოდ გემრიელი ტორტი გამოგივათ.

ინგრედიენტები:

ცომისათვის: 

  • ფქვილი – 200 გრამი
  • ნაღების კარაქი – 150 გრამი
  • შაქარი – 2 ჩაის კოვზი
  • მარილი -1 მწიკვი

სატენისთვის: 

  • გოგრა – 1 კილოგრამი
  • შაქარი – 100 გრამი
  • კონიაკი – 2 სადილის კოვზი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • რძე ან ნაღები – 4 სადილის კოვზი
  • მუსკატი – 1 მწიკვი
  • კოჭა – 1/4 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი დანის წვერზე
  • ლიმონის ქერქი – 1/2 ლიმონის

მომზადების წესი:

  1. ნაღების კარაქი და შაქარი აურიეთ, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მარილი, გააბრტყელეთ ცომი და დადგით 1 საათი ცივ ადგილას.
  2. გოგრა გაასუფთავეთ და მოაცილეთ თესლი.
  3. ტაფაზე დაალაგეთ წილაკებად დაჭრილი გოგრა, ხორციანი ნაწილი ზემოთ, მოათავსეთ ღუმელში და შეწვით ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.
  4. გოგრა უნდა გახდეს რბილი, რომ იგი ადვილად გახეხოთ სახეხში.
  5. მიღებული გახეხილი მასა, დაახლოებით 1 ჭიქა, აურიეთ შაქართან, კონიაკთან, კვერცხის გულთან, რძესთან, ნაღებთან და საკმაზთან.
  6. ცალკე ათქვიფეთ ცილა და ფრთხილად შეურიეთ გოგრის მასას.
  7. ცომი გააბრტყელეთ. ტორტის ფორმაში მოათავსეთ ცომი, ნაპირები აწიეთ ზემოთ და ჩაასხით ფორმაში სატენი.
  8. ტორტი შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში ძლიერ ცეცხლზე. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და გააგრძელეთ ტორტის ცხობა კიდევ 30 წუთი.

ესეც ასე, უგემრიელესი გოგრის ტორტი მზადაა.