გოგრის და ხაჭოს სადღესასწაულო კომბინაცია ხანგრძლივი მარხვის შემდეგ გაგახარებთ

376

მონასტრულ პეროგს შეუძლია ნებისმიერს თავი შეაყვაროს. გახანგრძლივებული სუფრების შემდეგ რაღაც მარტივი და მსუბუქი გვსურს. Gastronomia.ge-ს რედაქცია ფხვიერი პეროგის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. ნაზი ცომი და ზომიერად ტკბილი შიგთავსი მოეწონება მათ, ვინც მძიმე ხორციანი კერძებით და მაიონეზიანი სალათებით დაიღალა.

ტკბილეული საკმაოდ მარტივად მზადდება. რეცეპტში მხოლოდ ვაშლი და გოგრა გამოიყენება, თუმცა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, ცომში ქიშმიში დაუმატეთ. ვაშლის ნაცვლად გამოიყენეთ მსხალი, სტაფილო ან ბანანი.

ცომის ინგრედიენტები:

  • 180 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ კარაქი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 280 გრ გოგრა
  • 1 ვაშლი
  • 300 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხის გული
  • 50 გრ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი აურიეთ. ერთგვაროვან მასას არაჟანი, გამაფხვიერებელი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ ისე, რომ რბილი და ელასტიური ცომი მოზილოთ. ცომი 30 წუთით გააჩერეთ, პარკი დააფარეთ.
  2. სანამ ცომი ისვენებს, შიგთავსი მოამზადეთ. ვაშლი და გოგრა მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კარაქში მწიკვ შაქართან ერთად ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  3. ხაჭო, კვერცხის გული და შაქარი ცალკე აურიეთ. თუ უფრო ტკბილი გიყვართ, მეტი შაქარი დაუმატეთ.
  4. დაბალგვერდიანი საცხობი ფორმა აიღეთ. ცომი მასში გადაიტანეთ და მთელ ზედაპირზე, გვერდებზე გაიყვანეთ. ახლა გოგრის და ვაშლის ნარევი, ხაჭო მორიგეობით დაუმატეთ. თუ ცომი დაგრჩათ, მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ზემოდან მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

თუ დრო და სურვილი გაქვთ, პეროგი გააფორმეთ. გამდნარი შოკოლადი, ახალი ხილი, ნაღები, მურაბა, ჩირის ნაჭრები გამოგადგებათ. ასეთი პეროგი შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მოამზადოთ. უფრო სახალისო გამოვა.