გირცის მარტივი რეცეპტი ბიჭებისთვის, გოგოებისთვის და მათი მშობლებისთვის

629

გირცი სლავური სამზარეულოს ერთ–ერთი ტრადიციული კერძია, რომელზეც ბევრი გიჟდება. თითქმის ყველა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს გირცი და საკუთარი საფირმო შიგთავსიც აქვს. ყველაზე ხშირად კარტოფილის, კომბოსტოს და ხაჭოს გირცს ამზადებენ.

გირცის მომზადებისას ექსპერიმენტებს ხშირად თავს არიდებენ. სულ ტყუილად! ასეთი უბრალო კერძი ნამდვილ შედევრად შეგიძლიათ აქციოთ. ამისთვის ბანანი და შოკოლადი შეიძინეთ. შედეგად, უჩვეულოდ გემრიელ და ტკბილ გირცს მიიღებთ. ბავშვები აუცილებლად დამატებას მოგთხოვენ. ასეთი საინტერესო დესერტი ნამდვილად მოეწონებათ! მთავარია, შიგთავსი არ დაგენანოთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გ რძიანი შოკოლადი
  • 0,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 4 ბანანი
  • 0,5 ლ წყალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომი მოამზადეთ. დიდ თასში ფქვილი ჩაყარეთ, მარილი დაუმატეთ და თანდათან თბილი წყალი დაასხით. ცომი მოზილეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.

2. შიგთავსი მოამზადეთ. რძიანი შოკოლადი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

3. ბანანი გაასუფთავეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით.

4. ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით რგოლები ამოჭერით, თითოეულში ბანანის ნაჭერი და ცოტა შოკოლადი მოათავსეთ. გირცის ფორმა მიეცით.

5. ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში მოათავსეთ და მომზადებამდე (ზუსტად 5 წუთი) ხარშეთ.

ტკბილი გირცი მზადაა. მაგიდაზე ტკბილ ნაღებთან ერთად გაიტანეთ. ზემოდან გახეხილი შოკოლადით გააფორმეთ. გირცი წარმოუდგენლად გემრიელი და არომატულია. ოჯახის ყველაზე უმცროს წევრებსაც მოეწონებათ. სწორედ ამიტომ, ასეთი საინტერესო კერძი სასწრაფოდ მოამზადეთ და ახლობლები გაახარეთ.