გემრიელი ხაჭოს ნამცხვარი ატმით – შესანიშნავი იდეა საზაფხულო დესერტისთვის

ხაჭო კვების პროდუქტია, რომელიც ბავშვებისთვის აუცილებელია, მაგრამ ხშირად მათ ამის ჭამას ვერ აიძულებთ. თუ თქვენი შვილი ხაჭოს მიღებაზე ცივ უარს აცხადებს, ჩვენი რეცეპტით დესერტი მოამზადეთ. მას ასეთი ნამცხვარი მოეწონება და სიამოვნებით მიირთმევს ხაჭოს, რომელიც დესერტი „მზეს“ მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს. ის ძალიან სწრაფად მზადდება და წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის!

ხაჭოს ნამცხვარი

ინგრედიენტები ფხვიერი ბაზისთვის:

  • 100 გრ კარაქი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2-3 ს/კ რძე
  • 4 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 300 გრ ხაჭო
  • 50-100 გრ შაქარი (გემოვნებით)
  • ვანილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • დაკონსერვებული ატამი

მომზადება:

1. კარაქი და ფქვილი აურიეთ, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და მოზილეთ. ძალიან დიდხანს არ მოზილოთ, რადგან კარაქი დნობას დაიწყებს და ცომი წებოვანი გახდება. ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. წინასწარ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომიდან საზღვრები გააკეთეთ, ჩანგლით დასერეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.


2. შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭო საცერით გაცერეთ, შაქარი, კვერცხი, სახამებელი ვანილი დაუმატეთ და აურიეთ. ცომის ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.



3. მიღებულ ბისკვიტს შიგთავსი დაუმატეთ. ზემოდან შუაზე გაჭრილი ატამი ისე მოათავსეთ, რომ ხაჭოში მსუბუქად ეხებოდეს. ღუმელში დააბრუნეთ და ნახევარი საათით აცხვეთ, სანამ ხაჭო ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.


ნამცხვარი როგორც ცხელი, ასევე ცივი ძალიან გემრიელია. ცხელ ყავასთან ან კაკაოსთან იდეალურია. ამაში თავად დარწმუნდებით! თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!