გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ყველითა და ბოსტნეულით

1494

საფუარიანი, კეფირზე მომზადებული ცომის წყალობით ეს ღვეზელი ნაზი და ჰაეროვანი გამოდის. ამ უნიკალური რეცეპტის წყალობით შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით, და დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ფუნთუშებისგან მომზადებულ ღვეზელს ოხრახუშის, ტკბილი პილპილისა და ფეტას შიგთავსით. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ინგრედიენტები და ფეტას ნაცვლად-ხაჭო გამოიყენოთ, ოხრახუში ორეგანოთი ჩაანაცვლოთ, პილპილი კი-ზეთისხილით.

ინგრედიენტები

  • 10 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 100 მლ კეფირი
  • 600 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ც კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 200 გრ ყველი ფეტა
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 1 ც კვერცხის გული

მომზადების წესი

1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მშრალი საფუარი და მოურიეთ. დაუმატეთ თბილი რძე, კეფირი და მზესუმზირის ზეთი. შემდეგ კვერცხი, მარილი, შაქარი და დარბილებული კარაქი. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ხელსახოცი და ნახევარი საათით გააჩერეთ.

2. შიგთავსის მოსამზადებლად წვრილად დაჭერით ბულგარული პილპილი და მწვანილი, დაუმატეთ ფეტა და მარილი გემოვნებით, კარგად მოურიეთ.

3. ცომი 1-2 წუთით მოზილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ და მათ ცენტრში ცოტაოდენი შიგთავსი განათავსეთ. მიეცით ფუნთუშებს ნავის ფორმა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაალაგეთ საცხობ ლანგარზე, ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და გააჩერეთ 30 წუთით.

4. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე 45-60 წუთის განმავლობაში.

თუ გსურთ ტკბილი ღვეზელის მომზადება, მისთვის იდეალური შიგთავსი იქნება ვაშლი და დარიჩინი. მოამზადეთ ღვეზელი და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს. გემრიელად მიირთვით!