გემრიელი უკრაინული ბორშის საიდუმლო სწორად შემწვარი ბოსტნეულით

520

უკრაინელი ბებია ყოველთვის მასწავლიდა, რომ შემწვარი ბოსტნეული ისეთი გემრიელი უნდა იყოს, რომ მისი ცალკე ჭამაც შეძლო. თითოეულ დიასახლისს ბორშის მომზადების თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. ზოგი ჩემსავით ყოველჯერზე ბორშს განსხვავებულად ამზადებს: ლობიოთ და მის გარეშე, ახალი ან მჟავე კომბოსტოთი, სხვადასხვა ხორცით.

ბორშში საფუძველი ყოველთვის სწორად მომზადებული შემწვარი ბოსტნეულია.

შემწვარი ბოსტნეული ბორშისთვის (5 ლ ბორშზე)

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 3 საშუალო ზომის წიწაკა
  • 4 საშუალო ზომის ჭარხალი
  • 6 საშუალო ზომის პომიდორი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა ან 250 მლ ხორცის ბულიონი (ნებისმიერი ხორცი)

მომზადების წესი:

1. ყველა ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ.

2. წიწაკა, სტაფილო და ჭარხალი თხელ ზოლებად დაჭერით.

3. ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით.

4. პომიდორი ჯვარედინად ჩაჭერით და რამდენიმე წუთით ცხელ წყალში ჩადეთ. შემდეგ ყინულზე დადეთ ან ყინულიან წყალში მოათავსეთ. ქერქი მოაშორეთ.

5. პომიდორი ოთხ ნაწილად დაჭერით და კოვზით თესლები მოაშორეთ. კუბებად დაჭერით.

6. დიდ ტაფას ზეთი დაასხით და გააცხელეთ.

7. პირველად, სტაფილო ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ ჭარხალი დაუმატეთ და 5 წუთით შეწვით. ამის შემდეგ ხახვი დაუმატეთ, 5 წუთით შეწვით და შემდეგ პომიდორი დაუმატეთ.

8. შაქარი, მარილი, წიწაკა მოაყარეთ და ძმარი დაასხით. 5-7 წუთით შეწვით.

9. ბოსტნეულს წიწაკა დაუმატეთ და ბულიონი დაასხით, კიდევ 7 წუთით შეწვით.

10. სულ ბოლოს კარაქი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება.

11. გაზქურა გამორთეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ ქვაბს, სადაც ბორშს ამზადებთ.

12. ბორშის საფუძველი მოთუშული ბოსტნეულია, მაგრამ ასევე საჭიროა ხორციანი ბულიონის მოხარშვა, კარტოფილის, ახალი ან მჟავე კომბოსტოს და ლობიოს დამატება.

13.მთავარი კერძი სუფრაზე არაჟანთან, მწვანილთან და დაქუცმაცებულ ნიორთან ერთად გაიტანეთ.