გემრიელი და მარტივი “მილების” რეცეპტი ლავაშისგან

1930

თუ თქვენი ოჯახის წევრებს მობეზრდათ ყოველ დილით საუზმეზე კვერცხისა და შვრიის ჭამა, არსებობს გამოსავალი! ლავაშის მილები შიგთავსით-აი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ოჯახის წევრები გაახაროთ.

წელვადი შიგთავსი და ხრაშუნა ლავაში აუცილებლად მოეწონებათ როგორც უფროსებს, ისე ოჯახის პატარა წევრებსაც. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია. თუ თქვენთვის შემწვარი არ შეიძლება, მისი მომზადება ღუმელშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  •  3 ც კვერცხი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც თხელი ლავაში
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 3 ს.კ. რძე
  • მწვანე ხახვი, კამა და მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. მოხარშეთ 2 ც კვერცხი და მსხვილად დახეხეთ ყველთან ერთად.

2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, არაჟანი და მარილი (გემოვნებით). კარგად აურიეთ.

3. ლავაში დაჭერით მაკრატლით მართკუთხედებად. ერთ ბოლოში მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი და გაახვიეთ ლავაში რულეტივით.

4. 1 ც კვერცხი ათქვიფეთ რძესა და მარილში. თითოეული მილი ამოავლეთ ამ ნაზავში და მცენარეულ ზეთში ორივე მხარეს შეწვით.

“მილები” გემრიელია როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. მზა მილები შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში შეწვათ. გემრიელად მიირთვით!