განუმეორებელი ჭარხლის სალათი

1712
Beet salad

ყველა ადამიანი ბავშვობიდან იცნობს მოხარშული ჭარხლის სალათს. ზოგს ეს კერძი სკოლას და ბაღს გაახსენებს. ზოგიერთისთვის ის დღემდე ფავორიტი კერძია.

დღეს ცვენ წარხლის სალათის კავკასიურ ვერსიას შემოგთაბაზებთ. ამ რეცეპტის მეშვეობით ეს სალათი ნამდვილად უკეთესობისკენ სეიცვლება.

ჭარხლის სალათი ნიგვზით

რადგან ეს სალათი კავკასიის სამზარეულოდანაა, შესაბამისად გამოდის ცხარე. მაგრამ მართლაც, რომ ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი (საშუალო ზომის)
  • 1/3 ჭიქა ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/4 ჭაის კოვზი ხმელი სუნელი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • მარილი

მომზადება

1.აუცილებელია ჭარხლის შეწვა ან მოხარშვა. შემდეგ გააგრილეთ და ქერქისგან გაასუფთავეთ.

2.მსხვილად გახეხეთ ჭარხალი.

3.გახეხილი ჭარხალი მოათავსეთ ჯამში დაუმატეთ არაჟანი და მარილი გემოვნებით.

4.წვრილად დაჭერით ნიგოზი. შეგიძლიათ ტაფაზე წინასწარ შეწვათ. ნიგოზი და ხმელი სუნელი დაუმატეთ სალათს.

5.დაუმატეთ დაჭრილი ნიორი. სალათი მზად არის!

6.სალათი გააფორმეთ ნიგვზით და ბროწეულით.

მოამზადეთ და თავად დარწმუნდით მის ორიგინალურობაში. გემრიელად მიირთვით!