განსხვავებული, ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს დესერტი

1044

ეს დესერტი ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, გემოთი ძალიან გავს მოჭიქულ ხაჭოს.

ამ დესერტისთვის საჭიროა ძალიან ცხიმიანი ხაჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში დესერტი გამოვა არასასიამოვნოდ მშრალი.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 200გ
  • ლიმონის ქერქი 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 130გ
  • ქიშმიში 40გ
  • მანანის ბურღული 1 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ხაჭო გამოწურეთ.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ 150გ შაქარი და კვერცხის გული.
  3. დაუმატეთ მანანის ბურღული, ქიშმიში, ლიმონის ქერქი, 100გ კარაქი. ბოლოს დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ.
  4. ცილა ატქვიფეთ აქაფებამდე.
  5. ცილა ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  6. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  7. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცვხეთ 45 წუთი.
  8. მოვამზადოთ მინანქარი. ჯამში გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, 2 სუფრის კოვზი შაქარი. განუწყვეტლივ ურიეთ.
  9. დაუმატეთ არაჟანი და კაკაო. წამოადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  10. გააგრილეთ დესერი და მოატავსეთ მაცივარში 8 საათი.

გემრიელად მიირთვით!