გამოცანა დიასახლისებისთვის: რატომ უნდა შევიძინოთ გადამწიფებული ხურმა გროშებად და რაში უნდა გამოვიყენოთ იგი

1701

ზამთარს დარიჩინის სურნელი აქვს, გემოთი კი ტკბილია, როგორც ხურმა და ცივია, როგორც მურაბა მაცივრიდან. როგორც წესი, ზაფხულში მოხუფული მთელი მარაგი ზამთრის პერიოდში “ცამტვერდება”, მაგრამ არა ამ შემთხვევაში – “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ ხურმის მურაბის რეცეპტს, რომელიც მხოლოდ ზამთარში მზადდება.

არ აქვს მნიშვნელობა, მაგარი იქნება თუ რბილი, გადამწიფებული ხურმა – კიდევ უკეთესი! იცოდით, რომ ხურმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს? ის დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ებრძვის ინფექციურ და ონკოდაავადებებს. უმჯობესია, ასეთი წამალი მუდამ ხელთ იქონიოთ.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ხურმა
  • 500 გრ შაქარი
  • 1 ც ლიმონი

მომზადება

1. დაჭერით ხურმა კუბებად, მოაცილეთ კურკები, მოაყარეთ ნახევარი შაქარი და დადგით 4 საათით, სანამ წვენს კარგად გამოუშვებს.

2. სწორედ ამ წვენში მოვხარშავთ ხილს. დააყარეთ დარჩენილი შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე 1 საათით, პერიოდულად მოურიეთ.

3. გათალეთ ლიმონი, დააბლენდერეთ ან დაჭერით წვრილად, დაამატეთ მურაბაში და კიდევ 5 წუთი ხარშეთ.

4. მასა ერთგვარი უნდა გამოვიდეს, თითქმის კრემის მსგავსი. ახლა ისღა დაგვრჩენია, გადავანაწილოთ სტერილიზებულ ქილებში.

მურაბას რამდენიმე საინტერესო შტრიხის შესაძენად, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ჯანჯაფილი ან ბია. შეინახეთ მურაბა მაცივარში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!