გამომცხვარი სოსისი ცომში: სწრაფი და გემრიელი წასახემსებელი

908

გამომცხვარი სოსისი ცომში ერთ–ერთ ყველაზე გემრიელ და სწრაფ წასახემსებლად ითვლება. მისი მომზადება ძალიან ადვილია, ხოლო შედეგი დიდებული. ასეთი წასახემსებელი შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ ან ბავშვებს სკოლაში ლანჩ–ბოქსში ჩაუდოთ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ წყალი
  • 130 მლ რძე
  • 10 გრ შაქარი
  • 6 გრ მშრალი საფუარი
  • 5 გრ მარილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 400 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი

მომზადების წესი:

  1. წყლის და რძის ნარევი შეათბეთ, შაქარი, საფუარი, 2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  2. გაცრილი ფქვილი, მარილი, ზეთი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  3. ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ, ზოლებად დაჭერით. სოსისებს შემოახვიეთ და საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
  4. ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. სურვილისამებრ, სეზამი მოაყარეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!