გამომცხვარი ბეზე შოკოლადითა და დაშაქრული წაბლით

1268

დაშაქრული წაბლის ანუ მარონ გლასეს (marrons glace) ყიდვა სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მსხვილად დაფხვნილი შავი შოკოლადით ან მოხალული თხილეულით.

გასტრონომია დაშაქრული წაბლისა და გამომცხვარი ბეზეს საოცარ კომბინაციას გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

ბეზე: 

  • 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
  • 100 გ შაქრის პუდრი
  • 6 დიდი კვერცხის ცილა
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

კრემი: 

  • 500 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/2 ფინჯანი შავი შოკოლადის ბურბუშელა (ე.წ. ღილები)
  • 6 დაშაქრული წაბლი (marrons glace), წვრილად დაფხვნილი ან დატეხილი

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაგრილებლად

ცხობა: 1 საათი და 30 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. ბეზე: გააცხელეთ ელექტროღუმელი 130 გრადუსზე.
  2. პერგამენტის  ქაღალდისგან გამოჭერით ოთხი, 20 სმ დიამეტრის წრე და დადეთ საცხობ ლანგარზე.
  3. საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ შაქარი და შაქრის პუდრი.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქრის მასის ნახევართან ერთად, დაუმატეთ მარილი და თქვიფეთ, სანამ კვრივი მასა არ წარმოიქმნება. თანდათან შეათქვიფეთ შაქრის დარჩენილი მასა.
  5. თითოეულ გამოჭრილ წრეზე დადეთ ბეზეს მეოთხედი.
  6. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი, ვიდრე ხრაშუნა და ღია ოქროსფერი არ გახდება.
  7. გამორთეთ ღუმელი და ბეზეები ნახევრად ღია ქურაში გააგრილეთ სულ ცოტა, ერთი საათი მაინც. ფრთხილად მოაცალეთ  ქაღალდი.
  8. კრემი: დიდ ჯამში ათქვიფეთ ნაღები და ვანილი, სანამ არ გამკვრივდება.
  9. ჩაუმატეთ შოკოლადის ბურბუშელა და დაშაქრული წაბლი.
  10. დადეთ თეფშებზე ერთი ბეზე წაუსვით კრემის ერთი მესამედი. დაადეთ მეორე ბეზე და ისევ კრემი წაუსვით. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.
  11. ბეზეს მეოთხე ფენა დაფხვენით და თავზე მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!