ბრინჯის პატარა პუდინგები თბილი უნდა მიირთვათ. კარგია, თუ ვანილის ნაყინსაც დაუმატებთ. თუ ჩინურ წითელ ფინიკს ვერსად მიაგნებთ, ჩვეულებრივი ფინიკის ჩირი გამოიყენეთ.
საჭირო მასალა:
- 400 გრ გრძელმარცვლიანი წებოვანი ბრინჯი
- 500 მლ წყალი
- 100 გრ ყავისფერი შაქარი
- 10 წაბლი
- 10 ჩინური ფინიკის ჩირი
- 2 ს.კ ქიშმიში
- 1/2 ს.კ სეზამის ზეთი
- 2 ს.კ ფიჭვის კაკალი
მომზადების წესი:
- ბრინჯი ჯამში ცივი წყლით დაფარეთ. 1 სთ დაალბეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცივ წყალში კარგად გაავლეთ.
- გადაიტანეთ სქელძირიანი ქვაბში.
- შაქარი წყალში გახსენით. დაუმატეთ ბრინჯს. შემდეგ შემწვარი წაბლი, ფინიკი, ქიშმიში მოაყარეთ და სეზამის ზეთი მოასხით. საჭიროებისამებრ, წყალი დაასხით ისე, რომ ბრინჯს 2 სმ-ზე მოადგეს. მაღალ ცეცხლზე აადუღეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ქვაბს დაახურეთ 20 წთ ადუღეთ.
- გადმოდგით და თავდახურული დაახლოებით 15 წთ გააჩერეთ.
- ბრინჯი 250 მლ-იან თიხის ფიალებში გადაიტანეთ. სუფრაზე მიტანის წინ კი თეფშებზე გადმოაპირქვავეთ და ფიჭვის კაკლით მორთეთ.
მოამზადეთ და დააგემოვნეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული უტკბილესი რეცეპტი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.