ბრაზილიური ყველიანი ფუნთუშების რეცეპტი

1258

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ბრაზილიური ყველიანი ფუნთუშების რეცეპტს. ფუნთუშები ჰაეროვანი და ნოყიერია, ისინი ძალიან სწრაფად მზადდება, მინიმალური პროდუქტებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ბრაზილიაში ფუნთუშები ტაპიოკის (სახამებლის ფქვილი) საფუძველზე მზადდება, რომელიც მცენარე მანიოკის ფესვებისგან მიიღება. თუმცა, ამ ფქვილს ახლო-მახლო მაღაზიებში ვერ იპოვით, ამიტომ გირჩევთ, სიმინდის სახამებელი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ სიმინდის სახამებელი
  • 150 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 250 გრ მაგარი ყველი
  • 300 მლ რძე
  • 1,5 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი

1. მოადუღეთ რძე, დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი და მარილი. შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და ნელ-ნელა ინტენსიურად მოურიეთ მასას.

2. გამორთეთ ქურა, დაუმატეთ კვერცხი. განაგრძეთ მორევა, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. წვრილად გახეხეთ ყველი, დაუმატეთ მასას და მოზილეთ რბილი ცომი.

3. საცხობ ლანგარს წაუსვით ზეთი, მოაყარეთ სახამებელი. ცომისგან გააკეთეთ ტენისის ბურთის ზომის ბურთულები და დაალაგეთ ერთმანეთისგან 1 სანტიმეტრის დაშორებით.

4. გამოაცხვეთ ფუნთუშები 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

ყველიანი ფუნთუშები იდეალურია საუზმეზე ან სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად. ფუნთუშებს განსაკუთრებით უხდება ცხელი ჯემი და კარაქი. ისინი შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსითაც მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!