ბლინებს აწი მხოლოდ ასე მოვამზადებ. ოქროს რეცეპტი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა

10903

ძალიან მიყვარს ბლინები, განსაკუთრებით კი საკუთარი ხელით მომზადებული. ხშირად ვცდილობ ოჯახის წევრების გამასპინძლებას ამ ძალიან გემრიელი რეცეპტით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ. გახსოვდეთ, კარგი ბლინების მომზადების საიდუმლო მშრალ ტაფაშია, ყოველგვარი ზეთის დამატების გარეშე.

განსაკუთრებით გემრიელი ეს ბლინები არაჟანთან, თაფლთან, შოკოლადისა და კენკრის სიროფოთან ერთად არის. ფინჯან ჩაისთან ერთად მირთმეული ასეთი საუზმე სიმხნევითა და ენერგიით მავსებს.

ძალიან გემრიელი და მოცულობითი ბლინები

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 60 გრამი ფქვილი
  • 70 გრამი შაქარი
  • 2 გრამი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • მწიკვი მარილი

მომზადება: 

1. აიღეთ ღრმა ჭურჭელი და მოათავსეთ მასში 5 კვერცხის გული. დაამატეთ 40 გრამი შაქარი, მარილი, საფუარი, ვანილის ექსტრაქტი და ფქვილი. კარგად ათქვიფეთ მასა მიქსერის გამოყენებით.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა 30 გრამ შაქართან ერთად.

3. ორივე მასა გააერთიანეთ და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. ცომი ბლინებისთვის მზად არის.

4. დადგით ტაფა დაბალ ცეცხლზე, შეათბეთ და დაასხით მასზე ცომი. ტაფას დააფარეთ თავსახური.

5. სულ რამდენიმე წუთში მოხადეთ თავსახური და ჩვენს მომავალ ბლინს ზემოდან კიდევ ცოტა ცომი დაუმატეთ.

6. რამდენიმე წუთში გადააბრუნეთ ბლინი და შეწვით მეორე მხრიდანაც.

7. ძალიან გემრიელი დესერტი მზად არის!

გთავაზობთ მარტივ ვიდეო ინსტრუქციასაც:

ეს რეცეპტი ჩემთვის მართლაც რომ აღმოჩენაა. ბლინები საოცრად არომატული, გემრიელი და მოცულობითი გამოდის. ვიმედოვნებ, რომ რეცეპტი მოგეწონებათ. არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!