ბერძნული სტილის ხემსი – ყველის კატლეტები

299
potato croquettes - mashed potatoes balls breaded and deep fried, served with ketchup on plate on old dark wooden table with tomatoes and cheese slices at background, view from above, close-up

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • წყალი 2 სუფრის კოვზი
  • ყველი 200გ
  • მწვანილი

მომზადება

  1. მოამზადეთ ორცხობილის მასა, დაჭერით თეთრი პური კუბიკებად.
  2. გახუხეთ ღუმელში და გააგრილეთ.
  3. დაფხვენით გახუხული პური.
  4. გარეცხეთ კვერცხი, განაცალკევეთ გული და ცილა.
  5. ცილა 10 წუთი მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ ათქვიფეთ აქაფებამდე.
  6. კვერცხის გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი.
  7. გახეხეთ ყველი წვრილად.
  8. ყველს დაუმატეთ ცილა, ფრთხილად მოურიეთ.
  9. შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანლი.
  10. დააბურთავეთ და შეინახეთ მაცივარში.
  11. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გამოიტანეთ მაცივრიდან და ორმაგი საფანელით დაფარეთ.
  12. გააცხელეთ ზეთი და შეწვით თითოეული ბურთულა 1-2 წუთი.

გემრიელად მიირთვით!