ბარდის სუპი კნედლიკით

1129

ამ სუპის უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი რათქმაუნდა საუკეთესოა მათ შორის!

ინგრედიენტები

  • ქათამი 500გ
  • კარტოფილი 2 ცალი
  • მშრალი ბარდა 100გ
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კამა 50გ
  • ოხრახუში 50გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • კარაქი 40გ
  • ნიორი 2 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ბარდა, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დადგით მოსახარშად. მასობაში ტაფაზე გააცხელეთ კარაქი. შეწვით ქათამი.

2.თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქათმის ნებისმიერი ნაწილი. წინასწარ მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მზა ქათამი გადაიტანეთ ბარდასთან და მოხარშეთ 20 წუთი.

3.გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. გახეხეთ სტაფილო და დაჭერით ხახვი. შეწვით ტაფაზე.

4.დაუმატეთ სტაფილო, მოურიეთ. 2 წუთის შემდეგ მასა გადაიტანეთ ქვაბში და მოხარშეთ სუპი დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთი.

5.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი და ფქვილი. მოაყარეთ მარილი და მოზილეთ ცომი. კარაქს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

6.დაუმატეთ მწვანილი. ამოსული ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით კარაქი. დაახვიეთ ფირფიტა რულეტისებურად. კარგად დააფიქსირეთ ბოლოები. დაჭერით.

7.რულეტები ჩაუშვით სუპში და მოხარშეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!