ბანანი უმ მდგომარეობაშიც მიყვარს, მაგრამ ასე უფრო გემრიელი გამოდის

1250

სხვადასხვა მობრაწულები მომუშავე დიასახლისებს ხშირად იხსნის. საკმარისია მოურიო ყველა ინგრედიენტს, სანამ ღუმელი ხურდება და გამოაცხო. ამიტომაც გთავაზობთ მოამზადოთ ბანანის, ხაჭოსა და იოგურტის მობრაწულა, რომელიც შესანიშნავია საუზმეზე და დესერტადაც. გამოდგება დაუმწიფებელი და მწიფე ნაყოფებიც.

დესერტი ზომიერად ტკბილი და უშაქრო გამოდის. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, შოკოლადის ან კენკრის სიროფი, მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები

  • 5 ც ბანანი
  • 1 ც ლაიმი
  • 200 გრ ხაჭო
  • 100 გრ იოგურტი
  • 1 კვერცხი
  • 30-50 გრ თაფლი

მომზადება

1. გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე შუაზე, მოასხით ლაიმის ან ლიმონის წვენი, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.

2. დააბლენდერეთ ხაჭო, კვერცხი და იოგურტი. დაასხით ბანანებს.

3. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.

ოდნავ გაცივებულ დესერტს მოასხით თაფლი და მიირთვით. აუცილებლად მოამზადეთ ეს არაჩვეუებრივი კერძი და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!