ბანანის ძალიან არომატული რულეტი სწრაფად და მარტივად. იმდენად გემრიელი გამოდის, წამებში ქრება

2694

ბანანი – ყველასათვის საყვარელი ხილი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას, გვავსებს ენერგიით და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. მაგალითად, თუ თქვენ დილით 2 ბანანს მიირთმევთ, დატვირთავთ ორგანიზმს ენერგიით, რომელიც რამდენიმე საათიანი აქტიური მუშაობისთვის სავსებით საკმარისი იქნება.

გარდა მისი პირდაპირი მირთმევისა, ბანანისგან არაერთი ძალიან გემრიელი დესერტის მომზადებაა შესაძლებელი.

ბანანის რულეტი, რომლის დამზადების რეცეპტსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, ძალიან გემრიელი გამოდის. ოჯახის წევრები და სტუმრები თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით აუცილებლად მოხიბლულები დარჩებიან, თუ მათ ამ უგემრიელესი რულეტით გაუმასპინძლდებით.

ბანანის ძალიან გემრიელი რულეტი

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • ნახევარი ჩ.ჭ. შაქარი
  • ვანილი გემოვნების მიხედვით
  • ნახევარი ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2 ჩ.კ. კარაქი
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • მეოთხედი ჩ.ჭ. ათქვეფილი ნაღები
  • 1 ან 2 ბანანი
  • ცუკატი, კენკრა, გახეხილი შოკოლადი – სურვილისამებრ

მომზადება: 

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად.

2. როდესაც ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნება, მუდმივი მორევის პირობებში შეუდექით ნელ-ნელა, ეტაპობრივად ფქვილის დამატებას.

3. ფქვილის ბოლო ულუფის დამატების შემდეგ, მიღებულ ნარევში ჩაამატეთ კარაქი და თაფლი, ამ შემთხვევაშიც მუდმივი მორევის პირობებში, რათა ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს.

4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით მას ზემოდან მცირეოდენი კარაქი ან მცენარეული ზეთი და ჩაასხით მზა ცომი. პარალელურად გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.

5. გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ცომი გამოსაცხობად სულ რაღაც 10-15 წუთით. ცომი მოყავისფროდ უნდა შეიფეროს, თუმცა არ უნდა დაუშვათ მისი ზედმეტად გამოშრობა.

6. როდესაც ღუმელიდან ცომს გამოიღებთ, მიეცით მას მცირეოდენი დრო გასაგრილებლად, შემდეგ წაუსვით ნაღები თანაბრად, მოათავსეთ ზედ მთლიანი ან საშუალო სისქის ნაჭრებად დაჭრილი ბანანი და შეახვიეთ რულეტი.

7. სურვილისამებრ, მოაყარეთ რულეტს ზემოდან მცირეოდენი შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!

თქვენი სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ მზა რულეტს ზემოდან მოახეხოთ შოკოლადი ან მის შიგთავსში ჩაამატოთ კენკრა და სხვა ნებისმიერი, თქვენთვის საყვარელი ხილი. გახსოვდეთ, კულინარიაში არ არსებობს შეზღუდვები და ყოველთვის თამამდ შეგიძლიათ სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება.

როგორც უკვე გითხარით, ბანანის ეს რულეტი იმდენად გემრიელი და არომატული გამოდის, დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ.