ბანანის მაფინები “ჩუნგა-ჩანგა” – ეს უნდა გასინჯოთ!

1706

ბანანის მაფინების მომზადება ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია. ეს დესერტი ჩემს შვილებს ძალიან უყვართ, ამიტომაც ყოველთვის ვამზადებ.

მე და ჩემი მეგობრები ჩაისთან მაფინებს სიამოვნებით მივირთმევთ.

ინგრედიენტები

  • 3 ბანანი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 75გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 70გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 150გ ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • მინანქარი ან შაქრის ფხვნილი მოსართავათ

მომზადება

1.დაჭყლიტეთ ბანანი ღრმა ჯამში.

2.დაუმატეთ შაქარი, ათქვეფილი კვერცხი და გამღვალი კარაქი. მოურიეთ.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, საფუარი, სოდა, მარილი და დაუმატეთ ბანანის მასას. თქვენ უნდა გამოგივიდეთ თხელი ცომი.

4.ფორმები დაამუშავეთ ცხიმით, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 20-25 წუთი 190 გრადუსზე.

5.ფრთხილად გადმოიტანეთ მაფინები ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!