ბავშვობის კაკალი: ტკბილეული რომელსაც ვერ დაივიწყებთ!

1937

ეს არის ტკბილეული, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ ბავშვობას. ცოტაოდენი მონდომება და თქვენს მაგიდაზე ახალი ტკბილეული დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი – 1 ცალი
  • შაქარი – 3 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 70გ
  • ფქვილი – 1,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი – 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით

შიგთავსისთვის

  • მოხარშული შედედებული რძე – 1 ქილა

მომზადება

1.ათქვიფეთ შაქარი და 1 კვერცხი.

2.გაალღევეთ კარაქი, გააგრილეთ და დაუმატეთ კვერცხის მასას.

3.გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან და მწიკვ მარილთან ერთად. მოაყარეთ თხევად მასას და მოზილეთ ცომი.

4.ცომისგან შექმენით საშუალო ზომის კაკლები.

5.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ფორმირებული ცომი და მოათავსეთ ცეცხლზე, ხშირად უცვალეთ კუთხეები, რათა არ დაიწვას.

6.შუაზე გაჭერით გამომცხვარი ცომი და ამოავსეთ შედედებული რძით, ასევე შეგიძლიათ

დაუმატეთ თხილი ნიგოზი და სხვა სასურველი პროდუქტი.

მოცემული ინგრედიენტებით თქვენ 26 ორცხობილას მიიღებთ. გემრიელად მიირთვით!