აღდგომის შემდეგ დარჩენილი კვერცხებისგან უგემრიელეს კერძს ვამზადებ

597

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გავიდა, მაგრამ მაცივარი სავსე მაქვს კვერცხით. ვაპირებ მოვამზადო კვერცხის პაშტეტი, რომელიც ძალიან ფაფუკი გამოდის. ამ კერძის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები

  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1/3 ნიგოზი
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი ან არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი, მოთუშეთ ზეთში.

2.დააქუცმაცეთ ნიგოზი.

3.გაასუფთავეთ კვერცხი და დაჭყლიტეთ ჩანგლით.

4.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ კვერცხი, მოთუშული ხახვი და ნიგოზი. დაუმალეთ მაიონეზი და მდოგვი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დააბლენდერეთ.

5.უგემრიელესი კერძი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!