ატმის ჩიზქეიქის მომზადების ინსტრუქცია ცხობის გარეშე

2046

ზაფხულობით, განსაკუთრებულ დღეებსა და დღესასწაულებზე, ყოველთვის ვაცხობ ატმის ჩიზქეიქს, რომელიც ჩემი ოჯახის ყველა წევრს და მეგობარს ძალიან უყვარს.

საშინაო ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი ატმის ჩიზქეიქი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა, და, რაც მთავარია, იგი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 200 გრ ორცხობილა
  • 150 გრ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600 გრ ვანილიანი ხაჭო
  • 400 გრ ბერძნული იოგურტი (ცხიმიანობა 10%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს)
  • 200 მლ 20%-იანი ნაღები
  • 1 ფილა თეთრი შოკოლადი
  • 7 გრ ჟელატინი

ინგრედიენტები ზედა ნაწილისთვის

  • 400 გრ ჟელე
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 8 ც დიდი ზომის ატამი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მოამზადეთ ფუძე. სამზარეულოს კომბაინით დააფქვიეთ ორცხობილა.

2. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ დაფქულ ორცხობილას.

საცხობ ფორმაზე დააფინეთ საკვები ქაღალდის რამდენიმე ფენა ან ფოლგა და ორცხობილისა და კარაქის ნაზავი საცხობი ფორმის მთელ სივრცეზე კარგად გადაანაწილეთ, ხელით გააბრტყელეთ და მოათავსეთ საყინულეში 15 წუთით.

3. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო და იოგურტი.

4. გაადნეთ თეთრი შოკოლადი ნაღებთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში ან ქურაზე, მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამ ნაზავს დაასხით ჟელატინი და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ გაათბეთ 60 გრადუსზე, მაგრამ არ მოადუღოთ. ცოტათი გააცივეთ.

5. ხაჭოსა და იოგურტის ნაზავს შეურიეთ შოკოლადისა და ნაღების ნაზავი. მიღებული შიგთავსი დაასხით ორცხობილასგან და კარაქისგან მომზადებულ ფუძეს და მოათავსეთ იგი საყინულეში ნახევარი საათით.

6. პაკეტით ხილის ჟელეს შეურიეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ.

გაათბეთ 2-3 წუთით, რომ ჟელე საბოლოოდ გაიხსნას და ერთგვაროვანი გახდეს. შემდეგ კი გააცივეთ 15 წუთით.

7. სანამ ჟელე ცივდება, დაჭერით ატამი თხელ ნაჭრებად.

8. დაალაგეთ ატმები ჩიზქეიქზე, ფრთხილად დაასხით ზემოდან გაცივებული თხელი ჟელე და შეინახეთ დესერტი მაცივარში 3-4 საათით, ან მთელი ღამით.

9. სულ ესაა, ჩიზქეიქი ატმით მზადაა. გემრიელად მიირთვით!