ასეთი დესერტით მეუღლეს ნამდვილად გააოცებთ

694

ამ დესერტსი ცხობისას თავი ნამდვილი კონდიტერი მგონია.

ეს მარტივად შესაქმნელი ტკბილეული ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს, ამიტომაც ხშირად ვახარებ მისი მოზადებით.

ინგრედიენტები ხაჭოს ფენისთვის

  • 500გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1,5 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 10გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი ყაყაჩო

ინგრედიენტები გოგრის ფენისთვის

  • 500გ გოგრის პიურე
  • 2 კვერცხი
  • 60გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სახამბელი

დამატებით

  • 6 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.ხაჭო მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და არაჟანი. ათქვიფეთ ბლენდერით.

2.ხოჭოს მასას დაუმატეთ სახამებელი და ყაყაჩო. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.

3.მოხარშეთ ან გამოაცხეთ გოგრა, დააბლენდერეთ. პიურეს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და სახამებელი. მოურიეთ.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუვსით ცხიმი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცომი ჩაასხით რიგ-რიგობით: ხაჭოს ცომი, შუაში მოასხით გოგრის ცომი, შემდეგ ისევ ხაჭოს ცომი და ასე გააგრძელეთ.

5.ხის წკირი მოავლეთ ცომს, რათა ფენები კარგად გადაერიოს ერთმანეთს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

6.არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ვანილი. კარგად მოურიეთ და მოასხით ცხობილად. გამოაცხეთ 7-8 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!