არომატული ცხობილა ჩაისთვის : ვაშლის კონვერტები საფუარის გარეშე

203

ვაშლის კონვერტებით ნამდვილად გააოცებთ თქვენს სტუმრებს. საოცარი არომატი დგება სახლში მათი მზადებისას.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 75გ შაქარი
  • 150გ რბილი ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • ვანილი
  • მარილი
  • 6 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • გამაფხვიერებელი
  • 250გ ხორლის ფქვილი

გულსართი:

  • 100გ შაქარი
  • 3 ვაშლი
  • 1 სუფრის კოვზი ყაყაჩო
  • 1 სუფრის კოვზი დარიჩინი

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ მარილი, ხაჭო, შაქარი, კარაქი და ვანილი.
  2. ამავე ჯამში გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
  3. ცომი დატოვეთ 20 წუთი.
  4. ცომის ნახევარი გააბრტყელეთ მრგვლად.
  5. გაჭერით 8 ნაწილად.
  6. გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ გული, დაჭერით.
  7. ცომში მოათავსეთ გულსართი – ვაშლი და დარიჩინი.
  8. გადაახვიეთ კონვერტიებურად და დააფიქსირეთ.
  9. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და დააფარეთ ხელსახოცი.
  10. ათქვიფეთ რძე და კვერცხი ეს მასა წაუსვით კონვერტებს.
  11. მოაყარეთ ყაყაჩო.
  12. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!