არომატული ცომეული: პური ნივრით და მწვანე ხახვით

364

მკაცრ მარხვას არ ვიცავთ, მაგრამ ამ დღეებში ნაკლები ცხოველური პროდუქტის მირთმევას ვცდილობთ. გასულ წელს მარიამობის მარხვის დროს სურნელოვანი პურის გამოცხობა ვცადე. იმ დღიდან ოჯახს მაღაზიაში ნაყიდი ცომეულის გაგონება არ სურს.

ვინ თქვა, რომ სახლში პურის გამოცხობა რთულია? ერთხელ სცადეთ და ვეღარ გაჩერდებით! განსაკუთრებით მაშინ, თუ სპეციალურ აგურის ფორმას შეიძენთ. სხვათა შორის, ხახვით და ნივრით მომზადებული პური დასაწყებად შესანიშნავი მიზეზია. რეცეპტი გამოცდილ მცხობელსაც გამოადგება.

როგორ მოვამზადოთ არომატული პური ხახვით და ნივრით

ნივრიანი პური არომატული და გემრიელი ბუტერბროდის საფუძველია. გარდა ამისა, წვნიანს, სალათს, ხორცს, თევზს ან გარნირს შეგიძლიათ მიაყოლოთ. ცომეული ნებისმიერ კერძს იდეალურად ავსებს.

ინგრედიენტები:

  • 450 გ ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 3,5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 300 მლ წყალი
  • 4 გ მშრალი საფუარი
  • 0,5 ჩ/კ კარი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1. 100 მლ თბილ წყალში საფუარი და შაქარი გახსენით. 2 ს/კ ფქვილი გაცერით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თავსახური დაახურეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

2. ცივ წყალს 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი, კარი, მდოგვი და მარილი დაუმატეთ, აურიეთ.

3. ამოსულ ხაშს მდოგვის ნარევი დაუმატეთ, დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. თასს და ცომს ზეთი წაუსვით, ცომს პარკი და პირსახოცი გადააფარეთ. თბილ ადგილას 1,5 საათით გააჩერეთ, კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და 1 საათით მეორე ამოსვლამდე გააჩერეთ.

4. ცომი ფირფიტად გააბრტყელეთ, დაჭრილი მწვანე ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი მოაყარეთ.

5. თქვენი საცხობი ფორმის სიგრძის მიხედვით ცომი რულეტივით დაახვიეთ.

6. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ზეთი წაუსვით და ცომი ჩადეთ. პარკი დააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

7. ცომის რულეტი დანით რამდენჯერმე ჩაჭერით, რომ ორთქლი გამოვიდეს. 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურა 200 გრადუსამდე შეამცირეთ და კიდევ 25 წუთით აცხვეთ.

8. მზა პური წყლით მსუბუქად დანამეთ, პირსახოცი გადააფარეთ და გაგრილება აცადეთ.

თუ შესაძლებელია, 50 გრამი ხორბლის ფქვილი მთელი მარცვლეულის ფქვილით ჩაანაცვლეთ. ამ ხრიკით ცომეული უფრო გემრიელი გამოვა. შინ მომზადებული პური მაცივარში 2 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ. არ დაობდება და გახმება. ოღონდ თხელ პირსახოცში და პარკში გაახვიეთ.