თუ კვერები ჩემსავით გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ხიჩინები ჩრდილოეთ კავკასიის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. შიგთავსის უამრავი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ყველით და მწვანილით უფრო ტრადიციულია.
ხიჩინი ყველით
ინგრედიენტები:
- 400 გრ ფქვილი
- 1 ჭიქა კეფირი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ მარილი
- 300-400 გრ ადიღეური ყველი
- დიდი კონა მწვანილების ასორტი (კამა, ოხრახუში, ქინძი)
- კარაქი კვერებზე წასასმელად
სოუსის ინგრედიენტები:
- 200 მლ მაწონი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სქელი იოგურტით, დანამატების გარეშე)
- 2 კბილი ნიორი
- 3 ს/კ დაქუცმაცებული მწვანილი
მომზადება:
1. კეფირს სოდა დაუმატეთ, აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
2. ფქვილი მარილს აურიეთ, კეფირი დაასხით და ელასტიკური ცომი მოზილეთ.
3. ცომი ფქვილში კარგად ამოავლეთ და 10 წუთით გააჩერეთ, პირსახოცი ან საკვები პარკი დააფარეთ.
4. ყველი გახეხეთ, დაქუცმაცებული მწვანილი დაუმატეთ, აუცილებლობის შემთხვევაში მარილი მოაყარეთ.
5. ცომი 6 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეულს 10 სმ დიამეტრის კვერის ფორმა მიეცით. კვერის ცენტრში 2 ს/კ შიგთავსი მოამზადეთ და კიდეები შეკარით. მიღებულ ტომარას ხელისგულით დააწექით და საგორავით 20 სმ დიამეტრის თხელ წრედ გააბრტყელეთ.
6. კვერები მშრალ ტაფაზე შეწვით, თითოეულ მხარეს 3 წუთით. კარაქი წაუსვით და სუფრაზე გატანის წინ კვერები 4 ნაწილად გაყავით (სხვათა შორის, „ხიჩ“ ითარგმნება, როგორც „ჯვარი“).
7. სუფრაზე კვერები ცალკე ჭურჭელში ჩასხმულ ცხელ სოუსთან ერთად გაიტანეთ. სოუსისთვის მაწონი, ნიორი და დაქუცმაცებული მწვანილი აურიეთ. ძალიან გემრიელი გამოდის!
ნოყიერი კვერები ძალიან სწრაფად მზადდება. სავახშმოდ მოამზადეთ – ოჯახი კმაყოფილი დარჩება! მეგობრებს ამ რეცეპტის გაგება აუცილებლად მოუნდება, ამიტომ სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.