არასოდეს ვყიდულობ მაღაზიაში პურზე წასასმელს – მუდამ თავად ვამზადებ

1205

ბუტერბროდის წასასმელები იმ სიტუაციებშიც კი ხსნაა, როცა ხელთ არც გაზქურაა და ახლოს არც კულინარია. შეგიძლიათ წაიღოთ პიკნიკებზე, ან თუ ვახშმის მომზადება არ გსურთ, მიირთვათ გემრიელად.

ასეთი ხემსის მომზადება ადვილია, დიდ ხანს ინახება და გემო შეგიძლიათ ნებისმიერი მისცეთ. „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ მადისაღმძვრელი პურზე წასასმელი ხემსის რეცეპტს, რომელიც მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება, მაგრამ ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 200 გრ კარაქი
  • 80 გრ კამა
  • 80 გრ ოხრახუში
  • 150 გრ ბულგარული წიწაკა
  • 2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • ნიორი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დადგით კარაქი თბილ ადგილას დასარბილებლად. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით წვრილ კუბებად. სილამაზისთვის სხვადასხვა ფერის წიწაკას გირჩევთ.
  2. დაჭერით წვრილად მწვანილი და შეურიეთ კარაქს. დაამატეთ შავი პილპილი, მარილი, ბულგარული წიწაკა, მდოგვი და ცოტაოდენი გატარებული ნიორი.
  3. მოურიეთ ყველა ინგრედიენტს და მოათავსეთ მოხერხებულ ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში 1 კვირის განმავლობაში, რათა გემოები კარგად გაუჯდეს.

ამგვარ კარაქს წითელი თევზით, ხიზილალით, სოკოთი და სუნელებითაც ამზადებენ. გემრიელად მიირთვით! შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.