არაჟნის ტორტი : კლასიკური რეცეპტი

2013

არაჟნის ტორტის კლასიკური რეცეპტი.

საკმაოდ ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი.

მზადდება სწრაფად და მარტივად. დამწყებ კულინარებსაც გაუადვილდებათ მისი მომზადება.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • შაქარი 180გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 300გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი 9% 1 სუფრის კოვზი
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი

კრემისთვის

  • ცხიმიანი არაჟანი 750გ
  • შაქარი 200გ

გასაფორმებლად

  • ორცხობილა
  • გახეხილი შოკოლადი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.

2.ათქვიფეთ და გახადეთ ერთგვაროვანი.

3.აუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.

4.თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

5.დაუმატეთ მწიკვი მარილი, სოდა და ძმრის ნარევი.

6.მოურიეთ. ცომი მზად არის.

7.ცომი გაყავით ორ ნაწილად.

8.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.

9.ცომის ერთი ნაწილი მოათავსეთ ფორმაში და მოასწორეთ.

10.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

11.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

12.გადმოიტანეთ ფირფიტა ფორმიდან და ფორმას წაუსვით ზეთი.

13.ცომის მეორე ნაწილს დაუმატეთ 2 სუფრი სკოვზი კაკაო.

14.მოურიეთ და გადმოიტანეთ ფორმში.

15.გამოაცხვეთ მეორე ფირფიტა.

16.გაგრილებული კორჟი გაწერით ორად.

მოვამზადოთ კრემი

17.გააგრილეთ არაჟანი.

18.დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.

ავაწყოთ ტორტი

19.პირველ კორჟშ მუქს წაუსვით კრემი.

20.ზემოდან მოათავსეთ ღია ფერის კორჟი.

21.წაუსვით კრემი თანაბრად.

22.შემდეგ ფენასაც წაუსვით კრემი.

23.ბოლო ღია კორჟსაც წაუსვით კრემი.

24.გვერდებიდან და ზემოდანაც წაუსვით კრემი.

25.მოათავსეთ რამდენიმე საათი მაცივარში.

26.გააფორმეთ ორცხობილით და გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!