არაჟნის ტორტი – დედაჩემის ძვირფასი რეცეპტი

1698

ეს არაჟნის ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი და ფაფუკი. კრემი იდეალურად ერწყმის ფირფიტებს. ნაღების ბაზაზე შეგიძლიათ მომზადოთ ამ დესერტისთვის ნებისმიერი კრემი.

ინგრედიენტები 1 ფირფიტისთვის

  • შაქარი 50გ
  • არაჟანი 250გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 200გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 50გ

კრემისთვის

  • არაჟანი 1 ჭიქა
  • შაქარი ან შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა

მომზადება

  1. ინგრედიენტები გათვლილია 1 ფირფიტაზე. მეორე შოკოლადის ფირფიტა მოაზადეთ ამავე რაოდენობის ინგრედიენტებისგან, უბრალოდ დაუმატეთ 50გ კაკაო.
  2. მეორე ფირფიტისთვის გათვლილი ცომი შეგიძლიათ გაყოთ ორ ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო, ხოლო მეორეს თხილი ან ქიშმიში.
  3. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  4. კვერცხს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და ათქვიფეთ.
  5. ფქვილს დაუმატეთ სოდა და გაცერით, ნელ-ნელა მოაყარეთ მასას და მოზილეთ ცომი.
  6. საცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი.
  7. გამოაცხვეთ 30-40 წუთი 200 გრადუსზე.
  8. გაგრილების შემდეგ გაყავით 2 ნაწილად.
  9. კრემის მოსამზადებლად არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად და წაუსვით ფირფიტებს.
  10. შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!