არაჟნის ნაზი ცომის რულეტი ვაშლით

3285

როდესაც რაიმე გემრიელი დესერტით გსურს პირის ჩატკბარუნება, არომატული ნამცხვარი ვაშლის შიგთავსით – საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ფხვიერი ცომი და უნაზესი გულსართი ჰარმონიული შეხამებაა, უკეთეს ნამცხვარს ვერც ინატრებ. ჩვენ კი მოგითხრობთ, თუ როგორ მოამზადოთ ის.

ცომის ინგრედიენტები

  • 350 გრ ფქვილი
  • 200 გრ არაჟანი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 5 ც ვაშლი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 1 ს.კ. დარიჩნი

მომზადება

1. ათქვიფეთ კარაქი, შაქარი და ვანილის შაქარი.

2. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი დიდ თასში.

3. შეაერთეთ ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. კონსისტენციით რბილი უნდა გამოვიდეს, ოღონდ ხელებზე არ უნდა ეკრობოდეს. შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

4. გათალეთ ვაშლი, მოაცილეთ გული და გახეხეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი, ცედრა, დარიჩინი და მოურიეთ.

5. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედად, დაახლოებით 15×20 სმ, 6 მმ სისქეზე.

6. მართკუთხედზე მოათავსეთ შიგთავსი. დაახვიეთ რულეტად.

7. მეორე ნაწილისგანაც დაახვიეთ რულეტი, ჩაჭერით დაახლოებით 5 სმ დაშორებებზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ რულეტები, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

ამ რეცეპტის დახვეწა არის შესაძლებელი, თუ შიგთავსს დაუმატებთ ნიგოზს, ქიშმიშს და სხვა ჩირს. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან წაუსვათ კვერცხის გული გამოცხობამდე. ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღებიც. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!