არაჟანზე მომზადებული ნაზი ხვეულა გემრიელი შიგთავსით

746

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ არაჟანზე მომზადებულ ხვეულებს. პატარა ფხვიერი ნამცხვარი ტკბილი შიგთავსით ჯერ გარეგნობით, შემდეგ თავისი გემოთი მიგიზიდავთ. ხრაშუნა ფხვიერი ცომი შიგნით ტკბილი შიგთავსით სწრაფად და მარტივად მზადდება, თან ბევრი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ არაჟანი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 200 გრ მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. სამზარეულოს კომბაინით ცომის მომზადება ძალიან კომფორტულია, მაგრამ ხელითაც შეგიძლიათ. თასში ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ცივი კარაქი დაუმატეთ.

3. კომბაინი ჩართეთ და ნარევი დააქუცმაცეთ (ან იგივე პროცესი ხელით შეასრულეთ), სანამ ნაფშვენს არ მიიღებთ. კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ.

4. ტექნიკა კვლავ ჩართეთ და რბილი, მაგრამ წებოვანი ცომი მოზილეთ. ამ ეტაპზე ზედმეტი ფქვილი არ დაუმატოთ, რადგან ცომი გაგრილებისას ძლიერ გამკვრივდება.

5. 4-12 საათით მაცივარში შეინახეთ. ამისთვის პარკში ჩადეთ!

6. ცომი ორ ნაწილად გაყავით. თითოეული თხელ წრედ გააბრტყელეთ და აუცილებლობის შემთხვევაში ფქვილი მოაყარეთ. სექტორებად დაყავით.

7. თითოეული სექტორის საფუძველზე ნახევარი ჩაის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე მოათავსეთ. ფართო კუთხეზე, ცენტრში მცირედით ჩაჭერით. ასე შიგთავსს საიმედოდ დამალავთ. ახლა დაახვიეთ.

8. ხვეულები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.

9. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-17 წუთით აცხვეთ, სანამ არ შეწითლდება.

10. მზა ხვეულებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

11. ხვეულები მზადაა. სულ 28 ცალი გამოვიდა. გემრიელად მიირთვით!