აჟურული პასკა ყაყაჩოს თესლით: გამოუცდელი დიასახლისიც კი გაუმკლავდება

1662

აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მზის, სითბოსა და რა თქმა უნდა არომატული პასკის ასოციაციას იწვევს.

პასკის გამოცხობის სირთულე ბევრ დიასახლისს აშინებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი და მოხერხებული რეცეპტიც. სწორედ ერთ-ერთ ასეთს შემოგთავაზებთ დღეს – პასკა ყაყაჩოს თესლით – მას გამოუცდელი დიასახლისიც კი გაუმკლავდება.

ინგრედიენტები

  • 160 მლ რძე
  • 7 გრ საფუარი
  • 200 გრ შაქარი
  • 430 გრ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 75 მლ წყალი
  • 80 გრ კარაქი
  • 100 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გახსენით საფუარი რძეში, დაუმატეთ 50 გრ შაქარი და მოურიეთ. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.

2. ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ ამოსული მასა, დაუმატეთ ფქვილი, დარჩენილი შაქარი, 4 კვერცხის გული, მარილი. მოზილეთ მკვრივი ცომი და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ დაუმატეთ წყალი, დარბილებული კარაქი, კვლავ კარგად მოზილეთ, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

3. შემდეგ დაამუშავეთ ცომი: გააბრტყელეთ, დაადეთ ერთმანეთს, გაიმეორეთ ასე სამჯერ და შექმენით ბურთულა. დატოვეთ კვლავ 1,5 საათით.

4. დააბლენდერეთ ყაყაჩოს თესლი და შაქარი, დაამატეთ კვერცხის ცილა და მოურიეთ.

5. გაყავით ცომი ორ ნაწილად, თითოეული გააბრტყელეთ მართკუთხედად, წაუსვით ყაყაჩოს თესლის მასა, დაახციეთ რულეტად, გაღუნეთ შუაზე და მოათავსეთ პასკის ფორმაში ისე, რომ მესამედზე შეავსოს. დატოვეთ ასე ცომი 1,5 სათით.

6. ამოსულ პასკას წაუსვით ათქვეფილი კვერცხის ცილა. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7 წუთით, შემდეგ დაუკელით 200 გრადუსამდე და კიდევ 20 წუთი გამოაცხვეთ.

მზა პასკა მორთეთ სურვილისამებრ, შეგიძიათ მოასხათ მდნარი კარაქი, მოაყაროთ შაქრის პუდრი ან წაუსვათ ცილის კრემი. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!