ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ჩიფსის შესაფუთს აღარ გადააგდებთ

610

ხემსი ყველით და კვერცხით

ჩიფსი ყველას ძალიან უყვარს. ჩემს სახლში ყოველთვის აღმოაჩენთ რამდენიმე შეფუთვა ამ საოცარ ხემსს.

ინგრედიენტები

  • 3 შეკვრა ჩიფსი
  • მწვანილი
  • 150გ ყველი
  • 150გ ძეხვი
  • 1 ხახვი
  • 9 კვერცხი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 100გ მოხარშული ქათმის ხორცი
  • სოუსები

მომზადება

1.პირველი ეტაპი – გახსენით ჩიფსი და შეფუთვაშივე დაფხვენით.

2.ღრმა ჯამში ჩაასხით კვერცხი და ათქვიფეთ. წვრილად დაჭერით ძეხვი, ქათამი, წიწაკა, მწვანილი და ხახვი. გახეხეთ ყველი.

3.ეს კომპონენტები გადაანაწილეთ ჩიფსის 3 შეფუთვაში და მოასხით კვერცხი. პაკეტი შეკარით ძაფებით და ჩაუშვით ცხელ წყალში 25 წუთი.

4.მზა ომლეტი ამოიღეთ შესაფუთიდან და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!