ამ რეცეპტის დამსახურებით, ბისკოტტის იტალიელებზე უკეთ ვაცხობ

678

ძალიან მიყვარს იტალიური ორცხობილა “ბისკოტტი”! პირველად ტურინში გავსინჯე და მას მერე ვერ ვივიწყებ. უნრალოდ წარმოიდგინეთ: ძველი არიტექტურა, მწვანე მინდვრები და აუღწერელი სილამაზე, ვზივარ მდინარის პირას და მივირთმევ ხრაშუნა ორცხობილას ყავასთან ერთად. საოცრებაა!

დიდხანს ვეძებე მაღაზიებში, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერსად. ამ რეცეპტს წავაწყდი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ტრადიციულისგან ის განსხვავდება ყველის დამატებით, მაგრამ ასე უფრო გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 110გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 290გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 10გ გამაფხვიერებელი
  • 150გ ნიგოზი
  • 100გ ყველი მასდამი
  • მარილი

მომზადება

1.მოხალეთ ნიგოზი ღუმელში. გააგრილეთ, გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. ჩაასხით მცენარეული ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით.

3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მშრალი მასა და თხელი მასა. მოაყარეთ ნიგოზი. წვრილად დაჭრილი ყველიც უნდა დაუმატოთ ცომს.კარგად მოურიეთ.

4.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, წინასწარ გაახურეთ ღუმელი. სველი ხელით მიეცით ორცხობილებს ფორმა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

5.დაჭერით ორცხობილები და დამატებით 15 წუთი გამოაცხეთ.

6.მზად არის!

გემრიელად მიირთვით!