ამ რეცეპტის აღმოჩენის შემდეგ , მე აღარ ვყიდულობ “ქინდერს”

801

ამ რეცეპტმა მე ნამდვილად გამაოცა… შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ შოკოლადი, რომელიც ძალიან გავს ქინდერს.

ეს დესერტი არ შეიცავს არანაერ კონსერვენტებს. მხოლოდ ნატურალური ნაღები, ხარისხიანი შოკოლადი და სიყვარული, რომელიც დესერტის მზადებისას აუცილებელია.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1ლ ნაღები
  • 400გ თეთრი შოკოლადი
  • 30გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 10გ ჟელატინი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 300გ შავი შოკოლადი
  • 300მლ ნაღები

მომზადება

1.ცხელ წყალში გაალღვეთ ჟელატინი. ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ვანილი ან ვანილის ექსტრაქტი. გააცხელეთ, დაახლოებით 40 გრადუსამდე.

2.ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან. მოურიეთ ნაღებს. დაუმატეთ გახეხილი თეთრი შოკოლადი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ ჩაასხით ჟელატინი. კრემი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

3.გამოჭერით მუყაო ისე, როგორც სურათზეა, თქვენ ამ ფორმის შეაქმნელად 3 ცალი მუყაო დაგჭირდებათ.

4.დაამაგრეთ სკოჩით.

5.უნდა გამოგივიდეთ ასეთ ფორმა.

6.თითოეულ ფორმაში მოათავსეთ ქაღალდი და გადაახვიეთ პაკეტით.

7.მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. ამისათვის გაალღვეთ შავი შოკოლადი ნაღებთან ერთად, კარეგად მოურიეთ.

8.შოკოლადის მინანქარი ფორმის ქვედა მხარეს წაუსვით.

9.მუყაოს ფილები მოათავსეთ ფორმაში.

10.მაცივრიდან გამოიტანეთ თეთრი კრემი და მიქსერით ათქვიფეთ.

11.ფორმაში ჩაასხით თეთრი კრემი.

12.ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათი.

13. როცა შოკოლადი კარგად გამაგრდება, გადმოაბრუნეთ ფორმა.

14.ამოიღეთ მუყაოს ფირფიტები.

15.აი რა გამოგვივიდა!

16.მოასხით შოკოლადი.

17.გემრიელად მიირთვით!