ამ ორცხობილებს დაღეჭვა არ სჭირდება, პირდაპირი გაგებით, პირში დნება. რეცეპტი, რომელიც უნდა ჩაინიშნოთ

1230

დღემდე მახსოვს ამ ორცხობილების გემო და არომატი, რომლითაც ბებია მე და ჩემს ძმას ხშირად გვანებივრებდა. სახლში გამომცხვარი სპირალური ორცხობილები იმდენად ნაზი, ამავდროულად, ხრაშუნა და გემრიელი გამოდის, რომ თეფშიდან ყოველთვის წამებში ქრება. საკუთარი ხელით მომზადებული ეს ორცხობილები გემოვნური თვისებებით მაღაზიაში შენაძენს რამდენჯერმე აღემატება.

ჩვენი ორცხობილების ცომი იდეალურად ნაზი, ფხვიერი და ფენოვანი რომ გამოვიდეს, აუცილებელია ღორის ქონის გამოყენება. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ პროდუქტს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან ცდებით!

ღორის ქონი არაერთ უპირატესობას ფლობს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს სწორედ ისეთი ცხიმების იშვიათი სახეობაა, რომლებიც თერმული დამუშავებისას კანცეროგენებად არ გარდაიქმნება. გარდა ამისა, ამ პროდუქტისგან მომზადებული ცომი მართლაც შეუდარებლად გემრიელი გამოდის.

ძალიან გემრიელი სპირალური ორცხობილები საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 140 გრამი კარაქი
  • 60 გრამი ქონი
  • 400 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება: 

1. ორცხობილების მომზადებამდე ღორის ქონი და კარაქი დატოვეთ საყინულეში დაახ. საათნახევრით.

2. ცივი ინგრედიენტები დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და შეურიეთ ფქვილში. კარგად ზილეთ ეს მასა ხელებით რამდენიმე წუთის განმავლობაში.

3. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ არაჟანი, რძე, კვერცხის გულები და ლიმონის წვენი ერთმანეთში. მიღებული ნარევი დაამატეთ ფქვილის მასაში.

4. შედუექით ცომის ამოყვანას, კარგად ზილეთ ეს მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მზა ცომი დააყოვნეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.

5. გაყავით ცომი 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული გუნდა კარგად გააბრტყელეთ და დანით დაყავით სექტორებად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

6. თითოეულ სექტორს დანის გამოყენებით წაუსვით სასურველი შიგთავსი თხელ ფენად. არაჩვეულებრივი იქნება ბლანტი კონსისტენციის ჯემის გამოყენება შიგთავსად.

7. ახლა კი შეუდექით თითოეული სექტორის დახვევას რულეტის მსგავსად, სპირალურად.

8. გამოსაცხობად გამზადებული ორცხობილები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი.

9. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ ისინი დაახ. 18 წუთის განმავლობაში.

10. მზა ორცხობილებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი.

11. გემრიელად მიირთვით!

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ. აუცილებლად ცადეთ საკუთარი ხელით ამ უგემრიელესი ორცხობილების მომზადება და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!