ამერიკული ფუნთუშები შიგთავსით

1352

შიგთავსიანი ფუნთუშების მომზადებაზე ვგიჟდები, მათი მომზადების უამრავი წესი ვიცი. ყველაზე რთულია არ შემოგეჭამოს ყველა ერთდროულად.

ინგრედიენტები

  • წყალი 250მლ
  • საფუარი 25გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კარაქი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი 500მლ
  • მარილი
  • მოხარშული კრემი გემოვენებით

მომზადება

1.საფუარი გახსენით წყალში და მოურიეთ. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი, კვერცხი, კვერცხის გული და მოურიეთ ინგრედიენტებს.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კარაქი, მარილი და მოზილეთ ცომი.

3.გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით. დატოვეთ ამოსაფუებლად 3 საათი.

4.შეწვით ზეთში და ამოავლეთ შაქარში.

5.ამოავსეთ შიგთავსით.

გემრიელად მიირთვით!