ალუბლის შიგთავსი ტორტისთვის: 2 საუკეთესო რეცეპტი

139

კომპოტი პოპულარული შიგთავსია, რომელიც ახალი ან გაყინული ხილისგან, ასევე კენკრისგან მზადდება. მას მდიდრული გემო აქვს, თან მადის აღმძვრელად გამოიყურება. ალუბლის შიგთავსი ტორტისთვის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ვარიანტია. ის ხომ ზღაპრულად გემრიელია და სულ არაა მოსაწყენი.

თუ დესერტებში მსუბუქი სიმჟავე მოგწონთ, კენკრის კომპოტის მომზადებას გირჩევთ. გაყინული ალუბლის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ წვენი და  სითხე, რომელიც გალღობისას თავისუფლდება, არ უნდა გადაასხათ. მათი წყალობით მზა კომპოტი უფრო მდიდრული გამოვა.

გემრიელი ალუბლის შიგთავსი ტორტისთვის: როგორ მოვამზადოთ

რეცეპტი სახამებლით

დესერტს გემრიელი კენკრის შუა ფენა რომ ჰქონდეს, ალუბალი და სიმინდის სახამებელი აურიეთ. თუ საჭიროა, კარტოფილის სახამებლით ჩაანაცვლეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ორი სახეობის სახამებელს შესივების სხვადასხვა სიჩქარე აქვს.

ინგრედიენტები:

  • 120 გ გაყინული ალუბალი
  • 40 გ შაქარი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში უკურკო ალუბალი ჩაყარეთ. შაქარი და სახამებელი დაუმატეთ. დაელოდეთ, სანამ კენკრას წვენი გამოუვა.
  2. ქურაზე დადგით. გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ.
  3. ადუღების შემდეგ დაახლოებით 8-10 წუთი მოიცადეთ, შემდეგ ქურიდან გადადგით. გაგრილება აცადეთ. შიგთავსი მზადაა!

რეცეპტი ჟელატინით

იდეალური რეცეპტია ნებისმიერი კენკრით და ხილით კომპოტის მოსამზადებლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხალი, ჟოლო, მოცხარი ან სხვა ნაყოფი. სურვილისამებრ, ვანილი და დაფქული დარიჩინი დაუმატეთ. ლიმონის ცედრა ზედმეტი არაა.

ინგრედიენტები:

  • 300 გ გაყინული ალუბალი
  • 10 გ ჟელატინი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 50 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ალუბალს კურკები მოაშორეთ, შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ. კენკრას ცხელი წყალი დაასხით და შაქარი მოაყარეთ. ქურაზე დადგით. ადუღების შემდეგ 5-7 წუთით ხარშეთ.
  2. მიღებული ნარევი ღრმა თასში გადაიტანეთ. ჟელატინი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ ჟელატინი შესივდეს. კვლავ აურიეთ. სცადეთ, რომ ჟელატინი თასის ძირიდან ასწიოთ.
  3. ფორმას საჭირო ზომის შესაფუთი პარკი ჩააფინეთ. ალუბლის ნარევი ჩაასხით. სრულად გამაგრებას დაელოდეთ. შემდეგ 3 საათით მაცივარში შეინახეთ. კომპოტი მზადაა!

სახამებლით მომზადებული კენკრის შიგთავსი ღვეზელის, კექსის შესავსებად, ასევე სხვადასხვა დესერტის გასაფორმებლად გამოიყენეთ. ალუბლის კომპოტი ჟელატინით სხვადასხვა ნამცხვარს და ტორტს, მაგალითად, ჩიზქეიქს დაუმატეთ. თქვენი დესერტი ასეთი შეუდარებელი შიგთავსით უმაღლეს ქებას დაიმსახურებს!