ქართლში ალუბლის შეჭამანდი სხვადასხვაგვარად მზადდება, არსებობს მისი განსხვავებული რეცეპტიც, რომლის მიხედვითაც შეჭამანდს ნიგვზით, მწვანილითა და ნივრით აზავებენ. დღეს გასტრონომია მარტივი შეჭამანდის რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- ალუბალი – 500 გ
- წყალი – 200 მლ
- ხახვი – 1 ცალი (პატარა ზომის თავი )
- კარაქი – 30 გ
- პიტნა – რამდენიმე ფოთოლი
- ფქვილი – 20 გ
- შაქარი -5-10 (გემოვნების მიხედვით)
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ჩაასხით 200 მლ წყალი საშუალო ზომის ქვაბში და წამოადუღეთ, ჩაყარეთ ნედლი ალუბალი და ადუღეთ 10 წუთს. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გახეხეთ მოხარშული ალუბლის რბილობი. გადაწურული ნახარში შეინახეთ.
- დაჭერით ხახვი წვრილად და კარაქთან ერთად მოშუშეთ გაოქროსფრებამდე, ჩაამატეთ გახეხილი ალუბლის მასა და გაათხელეთ ალუბლის ნახარშით. წამოადუღეთ.
- წინასწარ მოამზადეთ სოუსი – პატარა თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ცოტაოდენი ალუბლის ცხელი ნახარში და კარგად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩაუშვით ალუბლის ადუღებულ შეჭამანდში და თან მუდმივად ურიეთ. მასა ოდნავ უნდა შესქელდეს.
- გადმოგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, დაამატეთ მარილი და შაქარი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და 5-10 წუთს გააჩერეთ.
ულუფა: 2
დრო: 45 წუთი
სირთულე: მარტივი