აი, როგორ უნდა გამოაცხოთ ნამდვილი ბისკვიტი. როგორც იქნა, იდეალური რეცეპტი ვიპოვე

7988

კარაქით მომზადებული ბისკვიტი უნდა იყოს ნოტიო, ტკბილი და ადვილად უნდა იჭრებოდეს. შეგიძლიათ, ცომს ექსტრაქტები და სხვადასხვა არომატი დაამატოთ. ჩამოჭერით გამომცხვარი ნამცხვრის ბისკვიტი და კრემთან ერთად გასინჯეთ: შეიგრძენით მისი გემო, მიირთვით ხილთან, გლაზურსა და მინანქართან ერთად ან სულაც გაყინეთ და მერე გასინჯეთ. ნამცხვარი ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად მიირთვით და ისიამოვნეთ. კარაქიანი ნამცხვარი არ არის რთული მოსამზადებელი. გთავაზობთ ჩვენ მიერ მრავალგზის გამოცდილ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა (450 გ) ფქვილი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჭიქა (250გ) კარაქი (დარბილებული)
  • 2 ჭიქა (400 გ) შაქარი
  • 2 ს/კ ვანილი
  • 4 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
  • 1 ჭიქა რძე (250 მლ)

მომზადების წესი:

  1. ფქვილი და გამაფხვიერებელი მარილთან ერთად ჯამში მოათავსეთ. კარაქი და შაქარი მიქსერით თქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხის გულები სათითაოდ, კარგად ათქვიფეთ. თუ კვერცხის გულების ჩამატებისას კარაქი აიჭრება, შედარებით ნელა დაამატეთ და მიქსერის სიჩქარეს მოუმატეთ მანამ, სანამ ნაზ მასას არ მიიღებთ.
  2. თანდათან დაამატეთ ჯერ ფქვილის ნარევი, შემდეგ კი რძე და ასე მონაცვლეობით, ინგრედიენტების დასრულებამდე. რძე აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. მაცივრიდან გამოღებისთანავე ნუ გამოიყენებთ.
  3. კვერცხის ცილა ფართო ჯამში ათქვიფეთ გამკვრივებამდე. სამზარეულოს ნიჩაბით ფრთხილად შეურიეთ ცომის მასას.
  4. საცხობ ფორმაში პერგამენტი ჩააფინეთ და კარგად გაპოხეთ, კარაქი მოუსვით ფორმის გვერდებზეც. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ბისკვიტი ფორმაშივე გააცივეთ და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ამოაბრუნეთ რკინის ცხაურზე ან თუნუქის ფურცელზე. მოაცალეთ ქაღალდი და აცადეთ ბოლომდე  გაცივება.