აი, როგორ მოვამზადოთ შინაურული კონიაკი. ელიტური ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ

7329

ცოტა ხნის წინ დეიდა მესტუმრა. მან ბევრი საჩუქარი ჩამოიტანა, მათ შორის კონიაკი. კონიაკმა ყველა მოხიბლა: სუნი საოცარი, გემო…ზუსტად ისეთი, როგორც ძვირადღირებული, ელიტური კონიაკის შემთხვევაში. დეიდას კითხვები დავუსვით, თუ სად იპოვა და ასეთ ძვირადღირებულ სასმელზე ფული რატომ დახარჯა. დეიდამ გაიცინა და გვითხრა, რომ კონიაკი კი არ იყიდა, არამედ სახლში გააკეთა.

რეცეპტი გამოვართვით და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ. აღმოჩნდა, რომ შინაურული კონიაკის მომზადება არც თუ ისე რთული საქმეა.

როგორ მოვამზადოთ შინაურული კონიაკი

ინგრედიენტები:

  • 3 ლ სამოგონი ან არაყი
  • 2 ს/კ მუხის ქერქი
  • 1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი
  • 1 მწიკვი ილი
  • 3 ს/კ შაქარი

მომზადება:

1. ცოტა რამ ინგრედიენტების შესახებ: არაყი ან სამოგონი თავად გადაწყვიტეთ. გემოს მხრივ მცირე განსხვავდებაა, მაგრამ დიდად შესაგრძნები არა. მუხის ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. რეკომენდებულია წინასწარ მდუღარე წყალში 10 წუთით ჩაალბოთ, გააშროთ და სასმელს შემდეგ დაუმატოთ. ქერქი შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის მუხის ჩიფსით ჩაანაცვლოთ.

2. ახლა მომზადებაზე გადავიდეთ. შაქარი ცოტა სამოგონში გაადნეთ, უბრალო კარამელის სიროფი მოამზადეთ. ქილაში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ, სამოგონი დაასხით, ამის შემდეგ შაქარი დაუმატეთ.

3. ყველაფერი კარგად შეანჯღრიეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. დააყენეთ 2 კვირაზე მეტხანს, მაგრამ მაქსიმუმ 1 თვით, რომ სამოგონმა მუხის ქერქიდან ზედმეტი ბევრი ტანინი არ მიიღოს.

4. მას შემდეგ, რაც ნაყენი გაჯერებულ ფერს და არომატს შეიძენს, გაფილტრეთ. ბოთლებში ჩაასხით და კვლავ ბნელ ადგილას შეინახეთ, მაგრამ ამჯერად ნახევარი წლით. საუკეთესო შინაურული კონიაკი მზადაა!

კონიაკი სამოგონით და მუხის ქერქით ქიმიური ყალბი სასმელი არაა, არამედ ცოცხალი, კეთილშობილური სასმელი, ამასთან საკუთარი ხელით მომზადებული. ამ საქმის ნამდვილი ექსპერტები ამბობენ, რომ კონიაკი სასიამოვნო და გემრიელი გახდება, თუ 2 წლით შეინახავთ. ყოველ თვე სასმელი სულ უფრო მდიდარ და რბილ გემოს შეიძენს. ეს უბრალოდ გასაოცარი რეცეპტია!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!