აი, რა მოუვა თქვენს გულს, ღვიძლსა და თვალებს, თუ ძალიან ბევრ გოგრის თესლს მიირთმევთ

3088

გოგრის თესლი არის ვიტამინებისა და მინერალების წყარო, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და 9 შეუცვლელ ამინომჟავას. გოგრის თესლი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოსა და მინერალებს, რომლებიც ჯანმრთელი ორგანიზმისთვის აუცილებელია.

გოგრის თესლის ყოველდღიურად მირთმევა ძალიან სასარგებლოა, 85 ცალი გოგრის თესლი 126 კალორიას, 15 გრ ნახშირწყალს და 5,5 გრ ცხიმს.

სხვა თხილეულთან შედარებით, გოგრის თესლი მდიდარია ნახშირწყლებით. მასში ორმაგი ნახშირწყალია, ვიდრე მზესუმზირაში, სეზამისა და სელის თესლში.

შემწვარი გოგრის თესლი დიდი ოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს. მაგ: 28 გრ გოგრის თესლი შეიცავს 2,9 მგ თუთიას, რომელიც დღიური ნორმის 19%-ს შეადგენს, ამ რაოდენობის თესლი ასევე შეიცავს 74 მგ მაგნიუმს, 260 მგ კალიუმს, 0,2 მგ სპილენძს და 2,7 მგ რკინას.

2 ს.კ. გოგრის თესლი შეიცავს 5,6 გრ ცილას, რაც დღიური ნორმის 10%-ს. ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავებისა და მინერალების შემცველობის გამო მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ გოგრის თესლი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის მკვებავი ნივთიერებების კარგი წყაროა. კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ასევე შეიცავს ფიტოსტეროლს, ტოკოდეროლსა და სკალენებს. ეს ნაერთები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მოკვლას, რამაც შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს, როგორიცაა კიბო, და ამცირებს დაბერების ნიშნებს.

რისთვისაა კარგი გოგრის თესლი? 

მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

მოკლევადიანი ანთება ორგანიზმში აუცილებელია დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ. თუმცა, ქრონიკულმა ანთებამ შესაძლოა ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა გულის დაავადება, დიაბეტი და კიბოც კი.

გოგრის თესლი შეიცავს ისეთ ცხიმოვან მჟავას, როგორიცაა ომეგა-3. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგრის თესლის, სელის თესლისა და სეზამის ნაზავი ამცირებს ღვიძლის დაავადებებს მოზრდილებში.

იგი სასარგებლოა გულისთვის.

უმი ან შემწვარი გოგრის თესლის ჭამის ერთი უპირატესობა ის არის, რომ იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გულისთვისაა სასარგებლო. გოგრის თესლი და გოგრის თესლის ზეთი შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, ალფა-ლინოლის მჟავას (ALA), რომელიც სხვადასხვა კარდიოვასკულარული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. მკვლევარები გვირჩევენ, მივიღოთ 2 გრ ALA დღის განმავლობაში, რათა თავი დავიცვათ გულის დაავადებებისგან.

გოგრის თესლი სასარგებლოა თვალებისთვის.

გოგრის თესლი იდეალური საკვებია, რომელიც ასაკთან დაკავშირებული თვალის პრობლემებისგან დაგიცავთ, რადგან ის შეიცავს ნაერთებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენი მხედველობისთვის. კერძოდ, ეს ნაერთები გახლავთ ლუტეინი და ზეაქსანტინი, რომლებიც აუცილებელია თვალის დასაცავად და ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის თავიდან ასაცილებლად.

თუთიის მიღების ყოველდღიური რეკომენდებული ნორმა თვალის ჯანმრთელობისთვის შეადგენს 11 მგ-ს მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის-8 მგ-ს. კვლევებმა აჩვენა, რომ გოგრის თესლის ზეთი ლუტეინისა და ზეაქსანტინის კარგი წყაროა.

ფრთხილად უნდა იყოთ მარილთან ერთად შემწვარი გოგრის თესლის მიღების დროს, რადგან მას შეუძლია გაზარდოს ნატრიუმის დონე თქვენს ორგანიზმში. ზოგიერთ ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს გოგრის თესლის მიღებაზე. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა შეიცავდეს ასთმას და პირის ღრუს ქავილს ან შეშუპებას.

მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!