აიღეთ 1 ჭიქა ხაჭო და ცოტა კეფირი: ვამზადებთ გემრიელ საუზმეს მთელი ოჯახისთვის

1441

თუ გიყვართ კვერები ნაანი (Naan), ასეთი გემრიელი საუზმე გარანტირებულად მოგეწონებათ, რადგან ხაჭოს კვერი კიდევ უფრო გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 500 გრ კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 1 კვერცხი
  • 500 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

1. ხაჭო, კეფირი, მარილი, სოდა, შაქარი, კვერცხი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. რბილი და წებოვანი ცომი მოზილეთ.

2. ცომი 8 ნაწილად დაყავით და პატარა კვერებად გააბრტყელეთ.

3. კვერები ცოტა მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე აცხვეთ.

4. მზა კვერებს კარაქი წაუსვით და სუფრაზე არაჟანთან და მურაბასთან ერთად გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!