4 ინგრედიენტისგან შემდგარი ლიმონის პეროგი. მინიმალური ძალისხმევა – მაქსიმალური სიამოვნება

0
350

ხილის ნამცხვრების გამოცხობა არამხოლოდ სეზონური ნაყოფებისგან არის შესაძლებელი. ასეთებს მიეკუთვნება ლიმონი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი. ოდნავ მომჟავო ციტრუსის არომატის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ ლიმონის პეროგის რეცეპტი.

დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ მარტივი და სწრაფი ლიმონის პეროგის რეცეპტს. ცომის მოზელვაც კი არ დაგჭირდებათ, საკმარისია ფენოვანი ცომი შეიძინოთ. ნამცხვარი ძალიან არომატული და ნაზი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 ც ლიმონი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

  1. უსაფუარო ფენოვანი ცომი გაალღვეთ და გაჭერით 2 ნაწილად. ოდნავ გააბრტყელეთ. ერთი ნაწილი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
  2. დააბლენდერეთ გაუთლელი ლიმონი, დაამატეთ შაქარი და სახამებელი. კარგად მოურიეთ.
  3. დაასხით მიღებული მასა ცომზე.
  4. ცომის მეორე ნაწილი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და დააფინეთ ზემოდან. მოუჭირეთ კუთხეები.
  5. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.

მოაყარეთ მზა პეროგს შაქრის პუდრი. ლიმონის ნამცხვრისა და ჩაის კომბინაცია არავის დატოვებს გულგრილს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი