13 სიროფი ბისკვიტის დასანამად – უბადლო ტორტებს მიიღებთ

0
464

უდაოდ, სიროფის არჩევანი ტორტის სახეობასა და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გთავაზობთ, თქვენი ყურადღება რამდენიმე ბისკვიტს სიროფს მიაქციოთ, რომ არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდეთ.

1. ძალიან გემრიელი დასანამი სითხე

  • შტოს არაყი „ფინლანდია“ გამჭვირვალე (წითელი სჯობს არ აიღოთ, მას საღებავები აქვს)
  • 2 ს/კ მსხლის ჯემი (სახლში მომზადებული)
  • 250 მლ ანადუღარი, ცივი წყალი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მზა ბისკვიტი გაჟღინთეთ.

2. სიროფი ბისკვიტის დასანამად

  • 5 ს/კ შაქარი
  • 7 ს/კ ლიქიორი ან ნაყენი ან წყალი
  • 1 კოვზი კონიაკი

ქვაბში შაქარი ჩაყარეთ და წყალი დაასხით. აურიეთ, სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გააგრილეთ და არომატული ნივთიერება დაუმატეთ: ნებისმიერი ლიქიორი ან ნაყენი, ვანილი, კონიაკი, ყავის ნაყენი, ნებისმიერი ხილის ესენცია.

3. შოკოლადის დასანამი სითხე

  • 100 გრ კარაქი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • ნახევარი ქილა შესქელებული რძე

დასანამი სითხე წყლის ორთქლზე მზადდება. ამისთვის დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. დიდი ქვაბის შიგნით პატარა ქვაბი მოათავსეთ და მასში დასანამი სითხე მოამზადეთ.

ინგრედიენტები პატარა ქვაბში მოათავსეთ, კარაქი ნაჭრებად დაჭერით, რომ სწრაფად გადნეს. კარგად აურიეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. მე მიქსერს ვიყენებ. ტორტი ცხელი სითხით დანამეთ, სასურველია ბისკვიტი თბილი ან ცხელი იყოს.


4. ტორტის დასანამი მოცხარით ჯემის ტორტისთვის

  • 0,5 ჭიქა მოცხარის სიროფი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი

დასანამი სითხე შავ-თეთრი ტორტისთვის, თუმცა შეგიძლიათ არაჟნის კრემთან ერთად სხვა ტორტისთვისაც გამოიყენოთ. დასანამი სითხის მომზადება სტანდარტულია. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე შაქრის გახსნამდე ხარშეთ.

5. ტორტის დასანამი სითხე

  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 2 ს/კ კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო)
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • ვანილი

ქვაბში წყალი აადუღეთ, შაქარი დაუმატეთ და სრულ გახსნამდე აურიეთ. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ, ვანილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. მზა სიროფი გააგრილეთ.

6. ყავის სიროფი

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ კონიაკი
  • 2 ს/კ დაფქული ყავა
  • 1 ჭიქა შაქარი

შაქარს ნახევარი ჭიქა წყალი დაასხით და შაქრის გახსნამდე ხარშეთ. გახსნილი სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ. დარჩენილი წყლით ყავა მოხარშეთ. ყავა 15-20 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და სუფთა ყავის ნაყენი კონიაკთან ერთად შაქრის სიროფს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.

7. სიროფი მწვანე ჩაით და ლიმონით

მწვანე ჩაი მოადუღეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ. როცა გაგრილდება, ბისკვიტი დანამეთ.

8. ანანასის სიროფი

დაკონსერვებული ანანასის სიროფისგან მზადდება. თვალით გააკეთეთ. სიროფი წყალში გააზავეთ, ლიმონის წვენი,  წვეთი კონიაკი დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ცეცხლზე დადგით.


9. რძიანი დასანამი სითხე (ვარიანტი 1)

შესქელებულ რძეს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ვანილი დაუმატეთ, გააგრილეთ და ბისკვიტი კარგად დანამეთ.

10. რძიანი დასანამი სითხე (ვარიანტი 2)

3 ჭიქა რძე 1 ჭიქა შაქართან ერთად ადუღებამდე მიიყვანეთ და ბისკვიტი დანამეთ.

11. დასანამი სითხე ლიმონით

1 ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი, 3 ჩ/კ შაქარი და ვანილი აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გააგრილეთ და სითხე დასანამად გამოიყენეთ.

12. ფორთოხლის სიროფი

  • 1 ფორთოხლის წვრილი ცედრა
  • ½ ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • ¼ ჭიქა შაქარი

ყველა ინგრედიენტი ქვაბში მოათავსეთ. სუსტ ცეცხლზე შაქრის გახსნამდე ხარშეთ. ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 15 წუთით ხარშეთ, სანამ სიროფი არ განახევრდება. თბილი სითხით ბისკვიტი დანამეთ.

13. ალუბლის სიროფი

1/3 ჭიქა ალუბლის წვენს 1-2 ს/კ შაქარი, 3-4 ს/კ კონიაკი დაუმატეთ და წყალი დაასხით ისე, რომ მთლიანი მოცულობა ზუსტად 1 ჭიქა იყოს. ეს რაოდენობა შეიძლება 2 ტორტზე გეყოთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი