ცხელი ზაფხულის საუკეთესო კერძი – სტაფილოს კრემ-სუპი

1954

ზაფხულში ვცდილობთ მივირთვათ გამაგრილებელი სასმელები და ცივი კერძები, რომლებსაც ნაკლები ცხიმი და კალორია აქვს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი, სტაფილოს ცივი კრემ-სუპის რეცეპტს, რომელიც ცხელ ზაფხულში საუკეთესო კერძია.

როგორ მოვამზადოთ სტაფილოს კრემ-სუპი

ამ სუპის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 25 წუთი დაგჭირდებათ. სტაფილოში ბევრი ისეთი ვიტამინია, რომლებიც აუმჯობესებს მხედველობას, ფერმენტაციასა და კანის ფერს.

ინგრედიენტები

  • 6 ც ახალი სტაფილო
  • 100 მლ წყალი
  • 100 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩ.კ. ნაღები
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ქინძი

მომზადების წესი 

1. გათლილი სტაფილო დაჭერით პატარა ნაჭრებად. სუპი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას ახალი სტაფილოსგან მოამზადებთ და ფერიც უფრო მკვეთრი ექნება.

2. გაცხელებულ ტაფაზე ხარშეთ სტაფილო ნაღებთან ერთად 3 წუთის განმავლობაში.

3. გადაიტანეთ სტაფილო ქვაბში და დაასხით 100 მლ წყალი. ხარშეთ, სანამ სტაფილო კარგად არ დარბილდება.

4. დაუმატეთ მარილი, ქინძი და ფორთოხლის წვენი. სუპი გააცივეთ და დააბლენდერეთ, რათა კრემისებრი კონსისტენცია მიიღოთ.

5. შეგიძლიათ კრემ-სუპი მწვანილით გააფორმოთ. მიირთვით ცივ მდგომარეობაში არაჟანთან და გახუხულ პურთან ერთად.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით, თქვენ 2 ულუფა კრემ-სუპი გამოგივათ. სტაფილოს სუპი იდეალურია მათთვის, ვინც წონის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან სუპის ერთი ულუფა მხოლოდ 80 კალორიას შეიცავს.